logo
ENG



პირი, რომელიც ცოლზე ძალადობდა, შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო დააკავეს - შსს

30 აპრ 202010:27
3 წუთის საკითხავი
 

ოჯახში ძალადობისა და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის ბრალდებით სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.

1988 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე პოლიციამ ბათუმში აიყვანა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეუღლეს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, აგრეთვე, მან არ შეასრულა იმ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები, რომელიც სამართალდამცველებმა მის მიერ ცოლზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გამოსცეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა